კრიზისი, ძებნა, წარმოსახვა, ინტელექტუალური კლიმატი, შეუწვიტავი სუბიექტური და ობიექტური დინება და, რა თქმა უნდა, უამრავი ქალი, მთავარი გმირის ირგვლივ, მისი ილუზიური გარემო, რომელშიც ის ყველას გამონაკლისის გარეშე უყვარს.

ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.

დიდი ხანია, რაც ჯამპანო თავს ერთი და იგივე ნომრის დემონსტრირებით ირჩენს - ის კუნთების დაჭიმვის ძალით წყვიტავს მკერდზე შემოხვეულ ჯაჭვს. მას არც სიკეთის გრძნობა აქვს და არც იუმორის, ამიტომაც ვერ იტანს ბაგირზე მოსიარულე მატოს. ერთხელაც ჯამპანო ღარიბულ სოფელში დამხმარედ მონა-ქალს ყიდულობს.

სიუჟეტი დაფუძნებულია მდიდარი ებრაელი ამერიკელი ქალისა და მისი აფროამერიკელი მძღოლის რთულ ურთიერთობაზე. ფილმის მოქმედება ვითარდება 1940-იან წლებში ატლანტაში, როდესაც რასობრივი ცრურწმენა ჯერ კიდევ ძლიერი იყო. მისის დეიზი ქვრივია, რომლის ვაჟიც დაჟინებით მოითხოვს მისთვის მძღოლის დაქირავებას. ის ეწინააღმდეგება მის ცხოვრებაში არსებულ ცვლილებებს, უარს ამბობს სადმე წასვლაზე ახალ მძღოლთან - ჰოუკთან ერთად. მაგრამ დროთა განმავლობაში, ჰოუკი იმარჯვებს არა მხოლოდ მის ადგილმდებარეობაზე, არამედ მეგობრობაზეც. ფილმი მოგვითხრობს ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის ურთიერთგაგების ძიებაზე. და ამ ძიებას თითქმის ოცი წელი სჭირდება.

ლიტერატურათმცოდნე გიორგი ფოსტით იღებს ყუთს. ის ხსნის მას და აღმოაჩენს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ფრაგმენტებს. თანდათან ეს კადრები გიორგის მიჰყავს იმ აზრამდე, რომ უცნაური ამანათის გამგზავნი მას კარგად იცნობს. ის იწყებს შეშფოთებას. მაგრამ პოლიცია უარს ამბობს მოქმედებაზე, სანამ გიორგის საფრთხე არ ემუქრება. ვინ არის ამანათის გამგზავნი და რა არის მისი მიზანი?

ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.