გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.
არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობა მღვდლების მიერ სერიოზული და მგრძნობიარე საკითხია HBO-ს ამ დრამაში. ქეით კარადინი და ბლაის დენერი თამაშობენ ნამდვილ კათოლიკეებს, რომელთა რწმენა ეკლესიისა და კანონის მიმართ ირღვევა მას შემდეგ, რაც მათი შვილი აღიარებს მღვდლის მიერ სექსუალურ შეურაცხყოფას. მრევლის სხვა მშობლებთან ერთად ისინი იწყებენ დაჟინებულ და მტკივნეულ კამპანიას მღვდლის თანამდებობიდან გადაყენებისა და არასრულწლოვანთა სექსუალური შევიწროების გამო დასჯის მიზნით. კათოლიკური ეკლესია ცდილობს დამალოს ცდუნების ფაქტი და მღვდელი მრევლს დაუბრუნოს. საქმეში ადვოკატები არიან ჩართული, პროცესი იწყება. სიუჟეტი ეფუძნება რეალურ ფაქტებს.