შექსპირის "მაკბეტის" განსხვავებული ეკრანიზაცია. მოქმედება ხდება იაპონიაში. ომის ველზე გამარჯვების შემდეგ მეომრები ვასიძუ და მიკი ტყეში გადაეყრებიან დედაბერს, რომელიც მათ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ვასიძუს დიდებას და სახელის მოხვეჭას, ხოლო მიკის შთამომავლებს კიდევ უფრო დიად მიღწევებს. ტყიდან თავის დაღწევის შემდეგ ორივე სარდალი იმპერატორისგან საპატიო ჯილდოებს იღებს. ვასიძუ ამბიციური ცოლის გავლენის ქვეშ ექცევა და ცდილობს იმაზე მეტს მიაღწიოს ვიდრე დედაბერმა უწინასწარმეტყველა.

ექვსი ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცის ისტორია, რომლებმაც დროშა აღმართეს სურიბაჩის მთის მწვერვალზე ივოძიმას ბრძოლის მსვლელობისას. კუნძული ივოძიმას აღების ოპერაცია 1945 წლის გაზაფხულს ამერიკა-იოპონიის წყნაროკეანური კამპანიის გარდამტეხ მომენტად იქცა. ცნობილი ფოტო, რომელიც ჯო როზენტალმა გადაიღო 1945 წლის 23 თებერვალს, სწორედ ამ მოვლენას ასახავს.

ახალბედა პოლიციელი ამელია დონაჰი უერთდება ლინკოლნ რაიმს, ყოფილ დეტექტივს, რომელიც პარალიზირებულია ხერხემლის დაზიანების გამო. მათ "ძვლების შემგროვებლის" სახელით ცნობილი საშინელი სერიული მკვლელი უნდა დაიჭირონ. მკვლელს თავისებური ხელწერა აქვს, იგი დანაშაულის ადგილას ორაზროვან მინიშნებებს ტოვებს.

ისტორია ამერიკელი სკოლის მოსწავლე ტოდ ბოუდენის საყვარელი საგანია. შიშითა და კანკალით ის ფურცლავს სისხლიანი წარსულის ანალებს და უსახელო მსხვერპლთა სახეებს უყურებს. მოულოდნელად ბიჭი აღმოაჩენს, რომ მისი მეზობელი სასტიკი ნაცისტური დამნაშავეა, რომელმაც მოახერხა სამართლიანობისგან თავის დაღწევა. დუმილის სანაცვლოდ მოზარდი მოითხოვს, რომ მოხუცმა გაამხილოს მისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბნელი გვერდის ბოროტი საიდუმლოებები. სანამ მისი თანატოლები სწავლობენ ფიზიკასა და მათემატიკას, ტოდი სწავლობს საშინელ მეცნიერებას, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან - ბოროტების მეცნიერებას. მისი მეზობელი კარგი მასწავლებელი გამოდის. წყნარ, შეშინებულ მოხუცში ისევ იღვიძებს საკონცენტრაციო ბანაკის სისხლიანი მცველი კურტ დუსანდერი.