ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.

მოზარდების ბანდის დაუნდობელი ლიდერი, რომელიც მკვლელობების და გაუპატიურებების გამო, ციხეში ხვდება, სადაც მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ, მიზანი კი არის ჩაახშონ მისი სწრაფვა ძალადობისკენ.

მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.

ჯეკი ბრაუნი ბორტგამცილებელია, რომელსაც თავისი იარაღით მოვაჭრე ბოსის ნაღდი ფულის კონტრაბანდაზე გამოიჭერენ. როდესაც პოლიციელები ცდილობენ ჯეკის გამოყენებით მისწვდნენ მის ბოსს, იგი თავისი გირაოს თავმდებთან ერთად, ფულის დასაკუთრების გეგმას შეიმუშავებს. ფილმი გადაღებულია ელმორ ლეონარდის რომანის "რომის კოქტეილის" მიხედვით.

1979 წელს, ნიუ -იორკსა და იტალიაში თავისი საქმიანი ურთიერთობების ლეგიტიმაციის პროცესში, ასაკოვანი მაფიოზი დონ მაიკლ კორლეონე, ცდილობს მსხვერპლი გაიღოს თავისი ცოდვების გამოსასყიდად და ახალგაზრდა პროტეჟეს თავის ფრთის ქვეშ შეიფარებს. ტრილოგიის ბოლო ფილმი, პირველი ორის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ, ასრულებს ამბავს მაფიის ბოსის, მაიკლ კორლეონეს შესახებ.

დამნაშავეების მიერ დაგეგმილი დიდი ტერორისტული თავდასხმის დეტალების გასამჟღავნებლად, FBI-ის აგენტი შონ არჩერი თანხმდება რთულ ქირურგიულ ოპერაციაზე. ის ახალ სახეს იღებს, კომაში მყოფ ტერორისტ კასტორ ტროას სახეს. თუმცა, მოულოდნელი ხდება: ტროა იღვიძებს და ქრება არჩერის სამოსით. შონის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა – მას არა მარტო სიცოცხლისთვის, არამედ ცოლისა და ქალიშვილის სიცოცხლისთვისაც უწევს ბრძოლა.