ეს მაფიის თემაზე გადაღებული ფილმი იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ბოლო ნამუშევარია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, 1920-1960 წლებში. ფილმი ასახავს ებრაელი განგსტერების ცხოვრებას - მათ ბავშვობას, შემდგომ ბრწყინვალე პერიოდს "მშრალი კანონის" წლებში და დიდი ხნის შემდეგ მათ შეხვედრას.

პირველი მსოფლიო ომის დასასრული. გოგონა დაჟინებით ეძებს გაუჩინარებულ საქმროს. ის არის ერთ-ერთი იმ ხუთ ფრანგ ჯარისკაცს შორის, რომლებიც იდუმალ გარემოებებში სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. აღსრულების არჩეული მეთოდი არ იყო სროლა. მსჯავრდებულები რჩებიან ნეიტრალურ ზონაში, სადაც ტყვია მათ აუცილებლად გაუსწრებს - თუ არა მტერი, მაშინ საკუთარი თანამებრძოლები. და მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ძალუძს მტკივნეული გამოცდის გადალახვა სიმართლის საპოვნელად.

ინმანსა და ადას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ისინი ომმა დააშორა. მძიმედ დაჭრილი ინმანი უშედეგოდ ცდილობს შინ დაბრუნებას - გზად მრავალი წინააღმდეგობაა.

მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი.