ეპისკოპოსს - ბოროტ ჯადოქარს, ძალა არ შესწევს ლამაზ ქალს დაეუფლოს. ამიტომ ის წყევლის მას და მის სატრფოს: დღისით ქალი ქორად გადაიქცევა, მისი სატრფო კი ღამით მგლად.

ერთადერთი, ვინც ბარონ მიუნჰაუზენზე სრული სიმართლე იცის, თვითონ ბარონია. ლეგენდარული გმირი თავისი დაუჯერებელი თავგადასავლების ისტორიას გვიყვება. ნუთუ ის მართლა გაფრინდა ზარბაზნიდან გასროლილი ბირთვით, შეებრძოლა სამთავიან გრიფონს, იმოგზაურა მთვარეზე, დაინახა ზღვის ნიჟარიდან ამომავალი შიშველი ვენერა და, ბოლოს და ბოლოს, თვით სიკვდილს შეხვდა პირისპირ? ამის დაჯერება შეუძლებელია... მაგრამ ნუთუ სახელგანთქმულ მიუნჰაუზენს მოტყუება შეუძლია?