ჩეონანი სერიული მკვლელობები ხდება, რომლებიც სულ უფრო და უფრო საიდუმლოებით მოცულია. პოლიციელი ტაე-სუკი ვარაუდობს, რომ ყველა მკვლელობა ერთი და იმავე პირის ჩადენილია და იწყებს გამოძიებას. ერთ დღეს, ბანდის მეთაურს დონგ-სოს საეჭვო პირი დაესხმის თავს. ტაე-სუკი მიხვდება. რომ ეს სწორედ ის სერიული მკვლელია, ვინმე კ. დონგ სო ერთადერთი მოწმეა და ერთდერთი ადამიანი, ვინც მკვლელს ცოცხალი გადაურჩა.
როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.
დეტექტივ ჯონ ბერლინს, სერიული მკვლელის კვალზე მიმავალი, არ აქვს რაიმე მტკიცებულება ან ეჭვმიტანილი. და არ არსებობს ალიბი. "ქვის ჯუნგლების" დაძაბული რიტმით დაღლილი, წარუმატებელი ქორწინებიდან გამოჯანმრთელების, ალკოჰოლიზმისგან განკურნებული, ლოს-ანჯელესელი პოლიციელი ჯონ ბერლინი გადაწყვეტს შეცვალოს სიტუაცია. ის იღებს მოწვევას მეგობრისა და კოლეგისგან და ჩადის ჩრდილოეთ კალიფორნიის ერთ პატარა ქალაქში. მაგრამ სასურველი მშვიდი სოფლის ცხოვრების ნაცვლად, ჯონი უნდა ჩაერთოს სერიული მკვლელის ძიებაში, რომლის მსხვერპლიც შვიდი ახალგაზრდა ბრმა გოგონა იყო.