1970-იანი წლები ომის ფოტოგრაფი ევგენი სმიტი ჟურნალ Life-დან დავალებით ბრუნდება იაპონიაში, სადაც ეკოლოგიური კატასტროფა ხდება პატარა სანაპირო ქალაქ მინამატაში. სწორედ იქიდან სმიტი გააკეთებს რეპორტაჟს, რომელიც შოკში ჩააგდებს მთელ მსოფლიოს, გადაიღებს უდიდეს კადრებს ფოტოგრაფიის ისტორიაში და გაივლის საკუთარი თავის დაძლევისა და შეცნობის რთულ გზას.

ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.

მადონას გმირს რებეკას ადანაშაულებენ იმაში, რომ ნარკოტიკების და სექსუალური თამაშების დახმარებით მან მდიდარი მამაკაცი - ენდრიუ მარში სიკვდილამდე მიიყვანა. მაგრამ ახალგაზრდა ადვოკატი, რომელიც მოხიბლულია რებეკათი, გადაწყვეტს დაიცვას ის.