ჟან დუსეტი და მისი მეუღლე სიუზანი მუშაობენ მასწავლებლებად პატარა ქალაქში. ათი წლის მუშაობის განმავლობაში მათ დაიმსახურეს მისი მაცხოვრებლების პატივისცემა. მაგრამ მათი მშვიდი ცხოვრება მთავრდება, როდესაც ერთ-ერთი სტუდენტი ჟანს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. მოგვიანებით ბრალდებებს კიდევ ორი სტუდენტი უერთდება. დუჩეს მდგომარეობა რთულდება - მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მაგრამ სიუზანს მტკიცედ სჯერა ქმრის უდანაშაულობის და ყველა შესაძლო და შეუძლებელს ხმარობს მის გასამართლებლად..
სინ-აე მიდის თავის ვაჟთან ჯანთან ერთად მირიანგში, ქალაქში, სადაც მისი გარდაცვლილი ქმარი დაიბადა. როგორც კი ის ცდილობს ჩავიდეს იქ და ახალად დამკვიდრდეს, ახალი ტრაგკული მოვლენები იწყება მის ცხოვრებაში.
თავისუფლების ახალი განზომილება, სადაც სიკვდილიც კი არ არის ჯერ გამოგონილი... ორი მეგობარი უდაბნოში განმარტოვდა... ეს თამაშია... ბრძოლა გადარჩენისათვის... დასაწყისში ისინი სიძნელეებს იუმორით უყურებენ, შემდეგ კი მათი განწყობა იცვლება. მათ ესმით, რომ შეიძლება ვერასოდეს დააღწიონ თავი ამ გრანდიოზული სილამაზის ხაფანგიდან.
ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.