რიზვან ხანი, ბორივალელი მუსლიმია, რომელიც ასპერგერის სინდრომით, ძლიერად გამოხატული აუტიზმის ფორმით არის დაავადებული. სრულწლოვანი რიზვანი სან-ფრანცისკოში მადირას, ინდუს მარტოხელა დედას მოიყვანს ცოლად. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება და მის ავადმყოფობას ხელისუფლების წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.

პატარა 8 წლის იშან ავატი დანადებიდან განსხვავდება სხვა ბავშვებისაგან. მას გაცილებით უჭირს იმის ათვისება დასაც მისი ასაკის ბავშვები მარტივად აკეთებენ. მისი გაგება მშობლებს უჭირთ, როდესაც იშანი მესამე ჯერზეც ვერ ჩააბარებს გამოცდას სკოლაში, მამა დასჯის და სკოლა-ინტერნატში გააგზავნის.

ნაინა კაპურისთვის ზამთარი გრძელდება. ზამთარი მის გულშია, რადგან მამის გარდაცვალების დღიდან მთელი მისი ცხოვრება ემორჩილებოდა ოჯახში ურთიერთობების გაუთავებელ დემონსტრირებას. დასთან და ძმაზე ზრუნვა, ჯენიფერის დედის დახმარება, ბებიის გაუსაძლისი ხასიათი - ასეთია მისი ცხოვრება. წვეულებები, გართობა და ხუმრობები მას გვერდს უვლის. 23 წლისაა, მაგრამ გულის სიღრმეში უკვე ბებიაა – სერიოზული და მოსაწყენი.

სიდჰარტ მეჰრა ან უბრალოდ სიდი არის ჩვეულებრივი ბიჭი მუმბაიიდან, ახლახან დაამთავრა კოლეჯი და არ იცის რა გააკეთოს შემდეგ. არავის უთქვამს, რომ შეგიძლია შენი ცხოვრების დაგეგმვა, ამიტომ ის ამას არ აკეთებს. ჭამს, სძინავს, უყურებს ტელევიზორს, ოცნებობს. არავითარი ანგარიშვალდებულება. მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მეგობრები, კამერა, მანქანა და სათამაშო კონსოლი X-box 360. მაგრამ მიუხედავად სიზარმაცისა და უმიზნობისა, სიდი პატიოსანი ბიჭია და კარგი მეგობარი. აიშა, დამწყები მწერალი კალკუტადან, ჩამოვიდა ბომბეიში და მისი პირველი მეგობარი ქალაქში იყო ჩვენი სიდი. სანამ აიშა აწყობს თავის ცხოვრებას სიდის და მისი მეგობრების დახმარებით, თავად სიდი ფუჭად კარგავს დროს სრულიად უაზროდ...

ამ ისტორიის გმირები თანამედროვე ინდოეთის "მაღალი საშუალო კლასის" წარმომადგენლები არიან. პენჯაბის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენად გახდა დასავლური სტილის და ძველებური ტრადიციების გადაკვეთა. 24 წლის ადიტის ქორწილში ჩამოდიან მისი ნათესავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ჩამოაქვთ განსხვავებული აზრები ცხოვრებაზე.

სამი მეგობარი - რაჯი, თინა და პუჯა - ბავშვობაში შორდებიან, როდესაც რაჯი ლონდონში სასწავლებლად გაემგზავრება. რაჯუს მოსწონს თინა და თანახმაა მასთან მიმოწერას ელფოსტით. მაგრამ თინას ძალიან ეზარება გრძელი წერილების წერა და პუჯა, რაჯის თანაგრძნობით, მიმოწერაშია მისი სახელით. მრავალწლიანი მიმოწერა ახალგაზრდებს აერთიანებს. თხუთმეტი წლის შემდეგ, რაჯი ჩადის მშობლიურ ქალაქში და პუჯა, იმის შიშით, რომ არ გაუცრუებს მას, არწმუნებს თინას, რომ არ გაამჟღავნოს მიმოწერის საიდუმლო.

ეს არის ექვსი წყვილის ცხოვრებისეული ისტორია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა სოციალური ფენიდან, რომელთა ბედი ერთმანეთშია გადაჯაჭვული...