ტობი და აჩიმი ადგილობრივი კლუბის სიამაყეები არიან,წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათ მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება.ისინი საზაფხულო ბანაკში წასვლას და შეჯიბრს ელოდებიან.ბერლინიდან გეი გუნდი ჩამოვა. სწორედ ამ დროს იბნევა ტობი.

ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საცოლის შვილისთვის მოიპოვო ბურთი, საყვარელი გუნდის ავტოგრაფებით? ფრედმა საკმაოდ არაორდინალური მეთოდი მონახა - მან თავი ინვალიდად გაასაღა.