ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც მათი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.

ვიეტნამში, ომის დროს, სპეცაგენტი მიემგზავრება მდინარით კამბოჯაში, რათა მოძებნოს და მოკლას ჭკუიდან ნახევრადშეშლილი პოლკოვნიკი, რომელმაც შორეულ რაიონში ძალადობის მაგვარი საკუთარი სამეფო შექმნა. გზაში ჩვენ ვხედავთ ომის საშინელებათა თითქმის სიურეალისტურ სამყაროს.

სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...

ტონი მონტანა კუბელი ემიგრანტია, რომელიც მაიამელ ნარკოდილერ რობერტ ლოჯიაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც იგი ლოჯიას კოკაინის გამსაღებლის ადგილს დაიკავებს, მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა.

რობერტ დე ნირო ასრულებს ტრევის ბიკლის - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანის როლს, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს.

კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის პირველი ფილმი - ლურჯი - ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელიც სასწაულით გადარჩა კატასტროფაში, რომელშიც ქმარი და ხუთი წლის შვილი დაკარგა.

ბედის მაძიებელი ჰოლი გოლაიტლი მოიხიბლა მწერალი პოლ ვაჟაკით, რომელიც მდიდარი ქალის ხარჯზე ცხოვრობს. პოლს და ჰოლის შორის რომანი გაჩაღდება და ამ დროს გამოჩნდება დოკ გოლაითლი, რომელიც ჰოლის წარსულს ამჟღავნებს.

სიყვარულის პირველი სიმპტომები ადამიანებში სასიამოვნო გრძნობებს იწვევს და ეს გულუბრყვილო არსებები საკუთარი ნებით ეშვებიან მის ტალღებში ისე, რომ ვერც კი ხვდებიან, თუ რა საშიში ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ.

ქანთრი მუსიკის ლეგენდის ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორია. მისი პირველი წარმატებები, წლები როცა ის ცნობილ სანი რექორდში წერდა მუსიკას, ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად.

დიდი ხნის წინად ჩინეთი შვიდ სამეფოდ იყო დაყოფილი. შვიდი მეფე გამუდმებით ერთმანეთს ებრძოდა, რათა ხელში ჩაეგდოთ სრული ძალაუფლება. მათ შორის ყველაზე მრისხანე, ცინის სამეფოს გამგებელი, ოცნებობდა, მთელი ჩინეთის იმპერატორი გამხდარიყო.

პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში,ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო.

ჯეკი ბრაუნი ბორტგამცილებელია, რომელსაც თავისი იარაღით მოვაჭრე ბოსის ნაღდი ფულის კონტრაბანდაზე გამოიჭერენ. როდესაც პოლიციელები ცდილობენ ჯეკის გამოყენებით მისწვდნენ მის ბოსს, იგი თავისი გირაოს თავმდებთან ერთად, ფულის დასაკუთრების გეგმას შეიმუშავებს. ფილმი გადაღებულია ელმორ ლეონარდის რომანის "რომის კოქტეილის" მიხედვით.

ლოლა და მანი ბერლინში ცხოვრობენ და სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი. და როდესაც მუნი, დიდი ბანდიტის პატარა კურიერი, კარგავს თავის ბოსის ფულის ჩანთას, მხოლოდ ლოლას შეუძლია მისი გადარჩენა. მაგრამ იმისთვის, რომ სულაც არ იყოს მცირე თანხა ასი ათასი მარკის მისაღებად, გოგონას მხოლოდ 20 წუთი აქვს. ყოველი წამი შეიძლება ნიშნავდეს განსხვავებას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

ჯეკი – პოპულარული რადიო წამყვანია. მას იუმორის გრძნობა, სარკაზმი და პროფესიონალური ცინიზმი აქვს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად მოტრიალდება: მისი ერთ-ერთი მუდმივი მსმენელი მიყვება მის ირონიულ რჩევას: შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად დაცლის. გაოგნებული ჯეკი სამუშაოს თავს ანებებს და სასმელს ეტანება... ამ მომენტში ის შეხვდება უსახლკარო მაწანწალა პერის, წარსულში ისტორიის პროფესორს, რომელიც მას საკუთარი ფანტაზიების საოცარ სამყაროში ჩაითრევს, სადაც დიდი ქალაქის მოწყენილ ქუჩებში შუასაუკუნეების რაინდები მოძრაობენ, ცათამბჯენები კი უმდიდრეს სასახლეებად იქცევა. ერთად ისინი წმინდა გრაალის საძებნელად მიემგზავრებიან მანჰეტენზე.