არც თუ ისე შორეულ მომავალში, ადამიანები ანდროდებს მოსამსახურეებად იყენებენ. ენდრიუ არაორდინალური რობოტია, მას ემოციური და შემოქმედებითი თვისებებიც აქვს რაც სხვა რობოტებისგან განასხვავებს. 200 წლის განმავლობაში იგი ბევრად განვითარდა შეიცვალა.
პატარა ინგლისური სოფელი გამოყოფილია უძველესი კედლით ზებუნებრივი პარალელური სამყაროსგან, სადაც მაგია და ჯადოქრობა სუფევს. ახალგაზრდა ტრისტან თორნი დაუფიქრებლად ჰპირდება სოფლის უმშვენიერეს გოგონას, რომ ციდან აფრენილ და კედლის მეორე მხარეს ჩამოვარდნილ ვარსკვლავს მოუტანს. გზად, უძველესი ლეგენდების კვალდაკვალ, ტრისტანი შეხვდება ყოვლისშემძლე მეფის შეთქმულ ვაჟებს, ძლევამოსილ ჯადოქარს, მეკობრე გემის კაპიტანს და მზაკვრ ვაჭარს, ასევე იპოვის თავის ნამდვილ სიყვარულს, მისი გაგების გასაღებს. არსი და ბედი, რაზეც მას მხოლოდ ოცნება შეეძლო.
კოლუმბიის ტყეში დათვის ბელი დაკარგავს დედას. ამ დროს კი ორი მონადირე ნადავლს ეძებს. ბედი დაობლებულ ბელსა და დაჭრილ დათვს შეახვედრებს ერთმანეთს. მათ მოუწევთ ადამიანების წინააღმდეგ გაერთიანება.
1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.