პირველი მსოფლიო ომის დასასრული. გოგონა დაჟინებით ეძებს გაუჩინარებულ საქმროს. ის არის ერთ-ერთი იმ ხუთ ფრანგ ჯარისკაცს შორის, რომლებიც იდუმალ გარემოებებში სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. აღსრულების არჩეული მეთოდი არ იყო სროლა. მსჯავრდებულები რჩებიან ნეიტრალურ ზონაში, სადაც ტყვია მათ აუცილებლად გაუსწრებს - თუ არა მტერი, მაშინ საკუთარი თანამებრძოლები. და მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ძალუძს მტკივნეული გამოცდის გადალახვა სიმართლის საპოვნელად.
ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს.
მოზარდი გოგონა იძულებულია დამოუკიდებლად გაიკვლიოს ცხოვრების გზა, სანამ მისი დედა საყვარლის მკვლელობისათვის სასჯელს იხდის.