დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. 1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. საკუთარ დანაზოგს 24 000 დოლარის ოდენობით მთლიანად ქველმოქვედებაში ხარჯავს და თავად უდაბურ ადგილას საცხოვრებლად, ავტოსტოპით ალიასკაზე მიემგზავრება. გზად, კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან.

ნიუ-იორკიდან ჰოლივუდში ტრანსვესტიტების ყოველწლიურ კონკურსზე მიმავალი სამი "ლამაზმანი" შემთხვევით იძულებულია გაჩერდეს პროვინციულ ქალაქ სნაიდერსვილში. მანქანის ავარიის გამო სამეულს რამდენიმე დღე მოუწევს ღვთაებრივ მიტოვებულ ადგილას გატარება, მაგრამ გულს არ კარგავს და უსიამოვნო სიტუაციიდან მაქსიმუმს იღებს. მალე პატარა ქალაქის მძინარე მაცხოვრებლები ექსცენტრიული ტრიოს მხიარული ენთუზიაზმით დაინფიცირდებიან.

მილიარდერ ედვარდს და მექანიკოს კარტერს არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე სასიკვდილოდაა ავად. ისინი საავადმყოფოდან ერთად გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვნიან.