მე-9-ე საუკუნის ჩინეთი, კორუმპირებული მთავრობა მეამბოხეთა არმიასთან ე.წ. "მფრინავ ხანჯლებთან" აწარმოებს ბრძოლას. რომანტიული მებრძოლი მშვენიერ ამბოხებულს ტყვეობიდან დაიხსნის, რათა გოგონა კვლავ შეუერთდეს თავისიანებს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ არის.

ყოფილი სპეცრაზმის თანამშრომელი მაიამიში გადადის საცხოვრებლად და მდიდარ ოჯახში მძღოლად დაიწყებს მუშაობას.ერთ დღეს გაიტაცებენ პატარა ბიჭს და მარტინს მოუწევს გაიხსენოს თავისი ძველი პროფესია რათა ბიჭი უვნებლად დააბრუნოს სახლში და თან გახსნას გატაცების გეგმა...

იგივე სახელწოდების პოპულარული ვიდეო თამაშის მიხედვით გადაღებული ფილმი, სადაც ნაჩვენებია უძველესი შეჯიბრება სხვადასხვა სამყაროებიდან ჩამოსულ საუკეთესო მებრძოლებს შორის. მიზანი 10 შჯიბრის მოგებაა, რომ წაგებულად არ ჩაითვალო. ბოროტთა მხარეს უკვე 9 მოგება აქვს, ამიტომ ახლა ლორდ რეიდენის და მისი მებრძოლების მიზანია შეაჩეროს ბოროტი ძალების საბოლოო გამარჯვება.