სამცნიერო ფანტასტიკა, ჩინური წარმოშობის ამერიკელი მისის ვანის შესახებ, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც გადასახადების გადახდისას მოულოდნელად მბრუნავი საოფისე სკამიდან პირდაპირ მულტისამყაროში მოხვდება. მთავარი გმირი ალტერნატიულ სამყაროდან თავის ქმარს ხვდება, რომელიც მას ეუბნება, რომ მან უნდა შეაჩეროს “დიდი ბოროტება”, რომელიც თითოეულ პარალელურ სამყაროში ვრცელდება და ახლა ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს სამყარო გარდაუვალი სიკვდილისგან. მისის ვანი აღმოაჩენს, რომ მისი ათასობით ვერსია არსებობს და რომ მას შეუძლია თითოეული მათგანის, მათ შორის შეფ-მზარეულის, საბრძოლო ხელოვნების ექსპერტის, ოპერის მომღერალის, ჯარისკაცის, მამაკაცის და კოსმოსური გლეხის მოგონებებზე, ემოციებსა და უნარებზე მიიღოს წვდომა.

ბედის მაძიებელი ჰოლი გოლაიტლი მოიხიბლა მწერალი პოლ ვაჟაკით, რომელიც მდიდარი ქალის ხარჯზე ცხოვრობს. პოლს და ჰოლის შორის რომანი გაჩაღდება და ამ დროს გამოჩნდება დოკ გოლაითლი, რომელიც ჰოლის წარსულს ამჟღავნებს.

ექიმ ბრიუს ბანერის ისტორია, რომელიც საკუთარი დაავადების გაქცინაზე მუშაობს. ეს დაავადება მას ემოციური სტრესის დროს გიგანტურ მწვანე მონსტრ ჰალკად გადააქცევს. ბრიუსი თითქმის პოულობს ვაქცინას, მაგრამ ყველაფერი წყალში იყრება, როდესაც მას წარმოუდგენლად ძლიერი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.