ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია, ტანჯავდა.

ლარს ფონ ტრიერის ამერიკული ტრილოგიის მეორე ნაწილი, რომელიც დაიწყო ფილმით - "დოგვილი" (Dogville). 1931 წელი, ორი თვის შემდეგ, გრეისი ალაბამას პლანტაციაში აღმოჩნდა, სადაც მუშებმა არ იციან, რომ ბატონყმობა 70 წლის წინ გადავარდა. ტრიერმა თავისი ფილმის შესახებ თქვა, რომ ის კუკლუკს-კლანელებს და ფერად კანიანებს გააერთიანებს, იმიტომ, რომ ერთნიც და მეორენიც ჩემს მოკვლას მოინდომებენო.

ახალგაზრდა დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ იგი ქმრისგან თავის დასაცავად ვარჯიშს იწყებს.

თავისუფლების ახალი განზომილება, სადაც სიკვდილიც კი არ არის ჯერ გამოგონილი... ორი მეგობარი უდაბნოში განმარტოვდა... ეს თამაშია... ბრძოლა გადარჩენისათვის... დასაწყისში ისინი სიძნელეებს იუმორით უყურებენ, შემდეგ კი მათი განწყობა იცვლება. მათ ესმით, რომ შეიძლება ვერასოდეს დააღწიონ თავი ამ გრანდიოზული სილამაზის ხაფანგიდან.