სადღაც იორკშირში ახალგაზრდა ფერმერი ჯონი ცხოვრობს. იგიჩვეულებრივი მარტოხელას ცხოვრებით ცხოვრობს, სადაც მხოლოდ დალევა და ერთჯერადი სექსია. როდესაც მიხვდება რომ ყველაფერს მარტო ვერ უმკლავდება იგი დასახმარებლად დაიქირავებს ახალგაზრდა რუმინელ მიგრანტს. დაიქირავებს და შეუყვარდება იგი, პირველად მის ცხოვრებაში.

ჯამბაზი რაჯუ ასრულებს ბოლო წარმოდგენას, რადგან მას გარდაუვალი სიკვდილის წინასწარმეტყველება აქვს. სპექტაკლზე იწვევს ყველას, ვინც მისთვის ძვირფასი იყო, ვინც ოდესღაც უყვარდა. ჩვენს წინაშე გადის მთელი მისი ცხოვრება: ჯამბაზის ცხოვრება - კაცი, რომელიც ცეკვავს და მღერის.

მოდელი მეგნა მათურის სურვილია მუმბაიში წასვლა, მისი ოცნებაა გახდეს სუპერმოდელი. მის თვალებში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მსოფლიო მოდის გლამურისა და ხიბლის მიღმა ისე არაა, როგორც ჩანს.

ასაკოვანი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ სიყვარულისთვის გვიანი არასდროსაა.