ღარიბი ინდოელი ბიჭის ჯამალ მალიკის ცხოვრების ისტორია, რომელიც "ვის უნდა მილიონი დოლარის" ინდური ვერსიის კონკურსში იღებს მონაწილეობას, იგებს და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.
ტედ კრამერი კარიერისტია, მისთვის სამსახური ოჯახზე მეტს ნიშნავს. მის ცოლს, ჯოანას ამის ატანა აღარ შეუძლია და ქმრის მიტოვებას გადაწყვეტს. ტედი იძულებულია ოჯახზე და პატარა შვილზე, ბილიზე იზრუნოს. როცა ტედი ახალ პასუხისმგებლობას შეეგუება, ჯოანა კვლავ გამოჩნდება შვილის დასაბრუნებლად. თუმცა ტედი არ დათმობს ბილის და ცოლ-ქმარი სასამართლოს მიმართავს შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად.
განშორებასა და განქორწინებას შორის არის საზღვარი. ბენი და ქეთი, წარმატებული დაქორწინებული წყვილი, განქორწინების ზღვარზე არიან ქორწინებიდან 15 წლის შემდეგ. ისინი ქორწინების გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ ერთმანეთისგან წლების განმავლობაში დაგროვილი გაღიზიანება სულ იღვრება. იქნებ გამოსავალი არის გვიყვარდეს ერთმანეთი ისეთი, როგორიც არიან?