იაპონია, მე-16 საუკუნე. ჰიდეტორის ხანდაზმული მმართველი აცხადებს თავისი ქონების გაყოფას სამ ვაჟს შორის. ორი უფროსი ვაჟის ერთგულების ცრუ გარანტიებით მოტყუებული, ჰიდეტორი ასახლებს უმცროსს, რომელმაც გაბედა იმის მტკიცება, რომ მამის გადაწყვეტილება მთელ მათ ოჯახს სიკვდილს მოუტანდა. მზაკვრული ღალატის მსხვერპლი რომ გახდა, მმართველი გონებას კარგავს და მის მემკვიდრეებს შორის დაუნდობელი ძმათამკვლელი ომი იწყება.
რომის იმპერია კრიზისშია, მხედართმთავარი მარკუს ვინიციუსი ბრძოლიდან ქალაქში ბრუნდება და შეუყვარდება ქრისტიანი ქალი, სახელად ლიგია. სიგიჟით შეპყრობილი ნერონი კი უკიდურეს ბოროტმოქმედებებს სჩადის, იგი წვავს რომს და ამას ქრისტიანებს აბრალებს. ვინიციუსი მიჰქრის ნერონის რისხვისგან ლიგიას დასახსნელად, ამ დროს კი მათ ირგვლივ რომის იმპერია ინგრევა.