ფილმი კლასიკური მუნჯი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც გადაღებულია რეჟისორ სერგეი ეიზენშტეინის მიერ 1925 წელს.იგი ეფუძნება 1905 წლის რუსული რევოლუციის დროინდელ რეალურ მოვლენებს.ფილმს დიდი გავლენა ჰქონდა კინოს განვითარებაზე და ნიმუშია მონტაჟის ხელოვნებისა.

რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.

ფილმში მოთხრობილია ამერიკელი რადიკალი ჟურნალისტის, ჯონ რიდის ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს. რიდმა გაიცნო ლუიზა ბრაიანტი, გათხოვილი ქალი, რომელმაც შეძლებული ოჯახი მიატოვა მის გამო და რადიკალი ფემინსტი გახდა. ისინი 1917 წელს რუსეთში ჩავიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს რევოლუცია და შემდეგ აშშ-ში დაბრუნდნენ რათა იქაც მოეხდიანთ რევოლუცია.