ფოლადის ქარხანა იხურება ინგლისის პატარა ქალაქ შეფილდში. შეფილდში ჩასული მამაკაცი სტრიპტიზატორების ჯგუფის წარმატება წარმოშობს ქარხნის ერთ-ერთ ყოფილ მუშაკში სტრიპტიზის შოუს მოწყობის იდეას, რათა როგორმე თავი გაართვან თავი. და რადგან ყოფილი ფოლადის მუშები არ გამოირჩევიან არც იდეალური სხეულით და არც ცეკვის უნარით, ქალის ყურადღების მისაპყრობად სხვა რამის მოფიქრებაა საჭირო...
მას შემდეგ რაც მაღალანაზღაურებად სამსახურს დაკარგავენ, ჯეინ და დიკ ჰარპერებიცხოვრების მაღალი დონის შესანარჩუნებლად ბანკების გაძარცვას იწყებენ. ნელნელა ეს იმდენად იტაცებთ, რომ გართობას იწყებენ და დროებითი საქმიანობა ჩვევაში გადასდით.
კარლ პიტერსონის საუკეთესო მეგობარი რენდი დიუპრე სამსახურს დაკარგავს, რის შემდეგაც მთელ დროს ახალდაქორწინებულ წყვილთან სახლში ატარებს და სამუდამოდ ჩაუსახლდება მათ. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ატარებს იგი პატარძალთან, მოლისთან, კარლი მით უფრო რწმუნდება რომ მისი საუკეთესო მეგობარი მათი სახლიდან სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.