რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედია, რომელიც ცნობილ მსახიობსა და უბრალო ლონდონელ წიგნის გამყიდველს შორის რომანზე მოგვითხრობს.

ველმა ქელი და როქსი ჰარტი, მომხიბლავი ფატალური ქალები, იბრძვიან საზოგადოებისა და მას-მედიის ყურადღების მისაპყრობად.

ყველასთვის საყვარელი და ამავ დროულად მომხიბვლავი ქალბატონი მერი პოპინსი კვლავ უბრუნდება მის სამსახურს.

ქონების დაზღვევის აგენტს, რუბენ ფეფერს არ გაუმართლა: თაფლობის თვის პერიოდში აღმოაჩენს, რომ მის ცოლს წყალქვეშა ცურვის დაკუნთულ ინსტრუქტორთან რომანი აქვს. ამ მომენტიდან მოტყუებული ქმრისთვის მთავარია – დაამტკიცოს, რომ ისიც რამედ ღირს! სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე გამოჩნდება მომხიბლავი პოლი, რომელთანაც ფეფერი ბავშვობაში მეგობრობდა. იგი გადაწყვეტს, მასთან განიქარვოს დარდი, მაგრამ ვერ ხვდება, რა ელის სუპერენერგიულ პოლისთან ურთიერთობისას...

მამაკაცი ცდილობს ძველისძველი იარაღი სახელად "მექსიკელი", რომელიც გადმოცემის თანახმად დაწყევლილია, საზღვარზე გადმოიტანოს.ამასობაში, მისი შეყვარებული აიძულებს, რომ ამ კრიმინალურ საქმიანობას ჩამოშორდეს.