გილბერტმა თავის ავადმყოფ ძმას და ჭარბი წონის მქონე დედას უნდა მოუაროს, რაც გილბერტის ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ხელს უშლის.
ბენჯამინ ბარკერის, იგივე სუინი ტოდის ისტორია, რომელიც ლონდონში ერთ რიგით საპარიკმახეროში დატრიალდა და რაშიც მას მისი მოიჯარე ,მისის ლოვეტი ეხმარებოდა. გადაღებულია ბროდვეის მიუზიკლის მიხედვით.
ალისა მთელი ცხოვრება მომღერლობაზე ოცნებობდა. სამწუხაროდ ზოგჯერ ოცნებები ოცნებებად რჩება. იგი გაიზარდა, გათხოვდა და ვაჟი ეყოლა.36 წლის ასაკში ქმარი დაეღუპა და უსახსროდ დარჩა 12 წლის შვილთან ერთად. მან ახალგაზრდობის გახსენება გადაწყვიტა და გაემგზავრა მონტერეიში. იქნებ ალისას ბედმა გაუღიმოს.
ნაადრევად დაქვრივებული ორშვილიანი მარი, მშვენიერ ფრანგულ ქალაქში მშვიდად და წყნარად ცხოვრობს. ყოველ ღამით კი, აბსოლიტურად სხვა რეალობაში ხვდება და თანამედროვე ქალბატონად გარდაიქმნება. მომხიბვლელი მარტი ნიუ–იორკში ლიტერატურულ გამომცემლობას ხელმძღვანელობს. ლამაზმანი ქალაქური ცხოვრების გიჟური ტემპით ტკბება.
ჩილი პალმერი კინო ინდუსტრიის შემდეგ ბიზნესში ბრუნდება, მხოლოდ ამჯერად მუსიკალურ მიმართულებას ირჩევს, რომელიც აღმოჩნდება არანაკლებ სარფიანი და პრობლემური ვიდრე ადრინდელი საქმიანობა. ჩილი პალმერს თავისი გამოცდილება ეხმარება იმაში, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.