ნარკოტიკის მკურნალობის კურსის შემდეგ ცნობილი მსახიობი იძულებულია იცხოვროს თავის ალკოჰოლიკ დედასთან, რომელიც აგრძელებს დამოკიდებულებას თავის ქალიშვილებთან, როგორც ადრე, როცა ისინი პატარები იყვნენ. სიტუაციას ამძიმებს მისი პირადი ცხოვრება.
ლოს-ანჯელესელი მარტოხელა დედის ცხოვრება თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც იგი სამ ბიჭს მის სახლში ცხოვრების უფლებას მისცემს.
ლამაზმანი გვენი და მომხიბლავი ედი – ჰოლივუდის ცნობილი წყვილია არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მათ ახალ ფილმებს და დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ამერიკის ფავორიტებმა მაყურებელთა იმედები არ გაამართლეს და მოულოდნელად წაიჩხუბნენ. კინოსტუდიასთვის ეს კატასტროფაა – წყვილმა ხომ თავის ახალ ფილმს რეკლამა უნდა გაუკეთოს. ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა აიძულონ ერთმანეთის ისევ შეყვარება, ერთი პრეს-კონფერენციისათვის მაინც. ეს სახიფათო მისია ეკისრება კიკის – გვენის დას და თან ასისტენტს... მაგრამ იმის მაგივრად, რომ ედის შეყვარება აიძულოს, კიკის თვითონ უყვარდება...