კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინის და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთერთი "ცუდი ბიჭის" ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს.
ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, ამერიკელი ფეხბურთელი ბრიკ პოლიტი მეუღლესთან მეგისთან ერთად მამის, ჰარვი პოლიტის იუბილეზე ჩადის, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ახლობლებმა იციან, რომ ჰარვის დღეები დათვლილია, ყველანაირად ცდილობენ მემკვიდრეობის ნაწილის ხელში ჩაგდებას. მეგი ასევე სთხოვს ქმარს გააუმჯობესოს ურთიერთობა მამასთან, მაგრამ ბრიკს, რომელიც მიჩვეულია პრობლემების ალკოჰოლში დახრჩობას, არ სურს შერიგებაზე წასვლა. სახლში ვითარება იძაბება.
1945 წელი. იუჯინ მორის ჯერომი ცხოვრებაში პირველად აღმოჩნდება საომარი ბანაკის რეალობაში. ის აღმოაჩენს, რომ ასეთ დისციპლინაშიც კი სხვადასხვა სახალისო თავგადასავლები შეიძლება მოხდეს.
ინდოელების ოჯახი საცხოვრებლად მისისიპიში გადადის. მათ ქალიშვილს შავკანიანი მამაკაცი შეუყვარდება, ოჯახი იძულებულია შეეგუოს ამ აგარემოებას.