ფილმი შედგება 33 მოკლე ნოველისგან, თითოეულს ცნობილი რეჟისორი ჰყავს, ისინი მოგვითხრობენ სინემატოგრაფის საკუთარ აღქმაზე.

ემა დაკავებული ექიმია, რომელიც საუკეთესო მეგობარ ადამს შეუთანხმდება ჰქონდეთ ურთიერთობა, სადაც მხოლოდ სექსით შემოიფარგლებიან და მათ გრძნობებს ეს არ შეეხება. შეიძლება თუ არა, რომ სექსუალური პარტნიორები საუკეთესო მეგობრებად რჩებოდნენ?

სანამ ზოუი მის იდეალურ მამაკაცს ეძებს იგი გადაწყვეტს რომ ჯერ ბავშვი გააჩინოს. მაგრამ იმავე დღეს როდესაც ის ხელოვნურ განაყოფიერებას გაიკეთებს, იგი სტენს შეხვდება, რომელიც სწორედ იმ ადამიანს ჰგავს,რომელსაც იგი მთელი ცხოვრება ელოდებოდა. ახლა ზოუიმ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააერთიანოს მისი ორი ოცნება.