ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.
რობერტა კერძო განცხადებების დათვალიერებისას გაზეთში იპოვის მოკლე შეტყობინებას – 'უიმედოდ ვეძებ სიუზენს'.მისი ცნობისმოყვარეობა გაიღვიძებს და იმ გოგონას ნახვის სურვილი უჩნდება, რომელსაც ასე მოდნომებით ეძებენ. რობერტა შეხვედრის ადგილას წავა. ნამდვილ სიუზენს მკვლელი დასდევს. რობერტას მოუწევს ბოროტმოქმედთან შეხვედრა.