სატვირთო მანქანის მძღოლი ჯეკ ბარტონი მეგობარის თხოვნით აეროპორტში მიდის მისი საცოლის დასახვედრად. მას არც კი წარმოედგინა, რომ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში ჩაბმა მოუწევდა. მეგობრის საცოლეს აქვს ზურმუხტისფერი თვალები, ამის გამო მისი ცოლად შერთვა უკვდავ ლო პანს აქვს გადაწყვეტილი.

ფაშისტურ მომავალში არანაირი გრძნობა არაა დაშვებული. კაცი, რომელიც კანონის დაცვას ედგა სათავეში, სისტემის დასამხობად აღსდგება.

ჩინური დაზვერვის ოფიცერი ჰონკონგიდან პარიზში ჩამოდის იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს სახიფათო ოპერაციაში, რომლის მიზანია – ნარკობარონის მახეში შეტყუება და მისი ფაკტზე აყვანა. მაგრამ საქმე სრულიად სხვაგვარად მოტრიალდა. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. და ყველა სამხილი მის წინააღმდეგაა. მან უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ამაზე მისი ცხოვრებაა დამოკიდებული.

ჩრდილოეთ კორეის ჯაშუში, თავისი ქვეყნისგან მიტოვებული, დაბინავდება სამხრეთ კორეაში. მალე ის გახდება მთავარი ეჭვმიტანილი დიდი კორპორაციის გენერალური დირექტორის მკვლელობაში. ახლა ეჭვმიტანილს მოუწევს სიმართლის დადგენა.