ჰამფრი ბოგარტი და ლორენ ბეკოლი ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობის ეკრანიზაციაში. ფილმი მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე მოგვითხრობს
ფილმი "დაკარგული ბავშვების ქალაქი" ჟან პიერ ჟენეს მიერ გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკაა მეცნიერზე, რომელიც იტაცებს ბავშვებს და მათ ოცნებებს იპარავს.
ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ,რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.
მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე ამერიკაში. კაპიტანმა კაუჭამ მოიტაცა ბავშვები გოგონა და ბიჭი, ბავშვები მისი ძველი მტრის პიტერ პენის შვილები არიან. პიტერი გაიზარდა და ახლა უკვე პიტერ ბენინგომია და ისე დაკავებულია თავისი ბიზნესით, რომ საერთოდ დრო არ რჩება საკუთარი ბავშვებისათვის. მას საერთოდ დავიწყებული აქვს, რომ ბავშვობაში ის პიტერ პენი იყო. შვილების დასაბრუნებლად კი ყველაფერი უნდა გაიხსენოს.