დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
მშობლიურ პარიზში შეწუხებული ახალგაზრდა ქსავიე მიდის საოცარ და არაპროგნოზირებად ბარსელონაში, სადაც იკრიბებიან სტუდენტები მთელი ევროპიდან. ხმაურიან იტალიელთან, საქმიან ინგლისელთან, ზედმიწევნით გერმანელთან, ცეცხლმოკიდებულ ესპანელ ქალთან და დაუღალავ დანიელთან ერთად პატარა ბინაში რომ დასახლდა, აპირებს სწავლას და მხოლოდ სწავლას. თუმცა მალევე ხვდება, რომ ასეთ ხალისიან კომპანიაში მოულოდნელი და მხიარული თავგადასავლები ელის, შესაძლოა, თავბრუდამხვევი სიყვარულიც!
ქსავიე უკვე 30 წლისაა. ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ მას ისევ გზაზე ვპოულობთ: პარიზს, ლონდონსა და სანკტ-პეტერბურგს შორის ის უთვალავ სასიყვარულო თავგადასავალს გადის თავისი ქალური იდეალის საძიებლად