ბიჭი დგას ხიდზე და თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. ამ დროს გოგონა მოტოციკლით გადავარდება ხიდიდან, ბიჭი გადახტება, გადაარჩენს და სავადმყოფოშიც გაყვება. გოგონას არაფერი არ ახსოვს, იოტა ისარგებლებს ამით და ექიმებს და მასაც არწმუნებს, რომ ისინი შეყვარებულები არიან უკვე ოთხი წელია და ერთად ცხოვრობენ.
ისრაელის ანტიტერორისტული დაჯგუფების ჯარისკაცის საიდუმლო ოცნება,მანჰეტენზე თმის ვარცხნილობების სტილისტობაა. ზოჰანის სურვილი იმდენად ძლიერია,რომ ის ყველაფრისათვის მზადაა მიზნის მისაღწევად,თუნდაც ეს საკუთარი სიკვდილის სიმულაცია ან არაბ ტაქსის მძღოლთან დაპირისპირება იყოს.