მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

ისტორიის ცენტრშია, წარმოშობით ებრაელი ადამ შტეინი, რომელიც ადრე ჯამბაზი იყო. საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ადამი გაზის კამერას გადაურჩა მხოლოდ იმის გამო, რომ ნაცისტების ბრძანებით, სხვა ებრაელებს ართობდა სიკვდილის წინ. ომის შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება, როგორც ჰოლოკოსტის მსხვერპლი. ის ყველანაირი ძალებით ეწინააღმდეგება გარშემო არსებულ სიგიჟეს.