ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა მომავალში არსებული საზოგადოების შესახებ ,სადაც ადამიანთა დანიშნულება მათი დნმ-ის მეშვეობით დგინდება. ახალგაზრდა ვინსენტ ფრიმანის ფიზიკური მონაცემები მას კოსმოსში გაფრენაში ხელს უშლის, მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ გადაწყვიტა გათაკას კოსმოსურ პროგრამაში შეაღწიოს.

კონგი და მეცნიერთა ჯგუფი იწყებს სახიფათო მოგზაურობას გიგანტის სახლის მოსაძებნად. მათ შორის არის გოგონა ჯია, ერთადერთი, ვისაც შეუძლია კონგთან ურთიერთობა. უეცრად ისინი აწყდებიან გაბრაზებულ გოძილას, რომელიც ანადგურებს ყველაფერს თავის გზაზე. უცნობი ძალების მიერ პროვოცირებული ორი ტიტანის ბრძოლა დედამიწის წიაღში დამალული საიდუმლოს მხოლოდ მცირე ნაწილია.

მისი სამსახურის პირველი დღე ნარკოტიკების ოფიცრად. ახალბედა პოლიციელი მუშაობს თაღლითი პოლიციელის პარტინიორად, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობს.

ალექს ფოლი ბევერლი ჰილსში ბრუნდება. ამჯერად იგი მეგობარ პოლიციელებს მეტად უცნაური ძარცვის საქმის ძიებაში ეხმარება.

წარმოიდგინეთ, რომ მოკრძალებული ბუღალტერი ხართ, გყავთ ექვსი წლის ქალიშვილი და ახლახან გადმოხვედით მატარებლიდან უცხო ქალაქში. სწორედ ამ მომენტში დაგემართებათ კოშმარი, რომელიც ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ იოცნებებთ. თქვენს შვილს იტაცებენ იდუმალი უცნობები, რომლებიც გპირდებიან გოგონას მოკვლას, თუ მათ პირობას არ შეასრულებთ, პირობა მარტივია: გამტაცებლების მიერ შემოთავაზებული იარაღით უნდა ესროლოთ მთავრობის წევრს. თქვენ მუდმივად გითვალთვალებენ. რევოლვერში ოთხმოცდაათი წუთი და ექვსი ტყვია გაქვს. დრო წავიდა!

პოსტ-აპოკალიპტურ 2018 წელს, ჯონ კონორი მრავალრიცხოვანი მეომარი რობოტების წინააღმდეგ ადამიანთა ამბოხებას უნდა გაუძღვეს. მაგრამ, როდესაც მარკუს რაითი გამოჩნდება, კონორი ვერ ხვდება ეს ადამიანი მომავლიდან არის თუ წარსულიდან და მეგობრად არის მოსული თუ მტრად.