ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ,კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება.

ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ.

მეკობრე მორგან ადამსის უშიშარი ქალიშვილი ცდილობს შური იძიოს მამის მკვლელობისთვის, რომელიც მისმა საკუთარმა ძმამ გამოასალმა სიცოცხლეს. გოგონას მემკვიდრეობით ერგო თავზეხელაღებულთა კუნძულის რუქა. იქ მონიშნულია ადგილი, სადაც უთვალავი განძია დამარხული. ამ ადგილამდე მისაღწევად ის ჯგუფს კრებს, რომელშიც მამის ძველი თანამებრძოლნი არიან.

მთავარი გმირი 4 წელს ციხეში ატარებს დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია. იგი მისი სახელის რეაბილიტაციას ცდილობს. საბოლოოდ კი ყველა კითხულობს :ვინ არის ეს გოგონა?