ეს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის ისტორიაა, რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ის არ არის ადამიანი, არამედ კიბორგი, და ბრინჯი კი არ უნდა ჭამოს, არამედ ელემენტებ იკვებება. მაგრამ პაციენტი მეზობელი პალატიდან მასზე შეყვარებულია, და მან იცის, რომ უნდა გადაარჩინოს საყვარელი გოგო, დაარწმუნოს იმაში, რომ ის ადამიანია, და არა კიბორგი.

რონ ბურგუნდი - 70-იანი წლების ყველაზე ცნობილი ტელეამბების წამყვანია სან-დიეგოში. როდესაც ამბიციური ჟურნალისტი ვერონიკა კორნინგსტოუნი ტელევიზიის ცხოვრებაში იჭრება, რონი მას ყურადღებას არ აქცევს. სანამ ვერონიკა ახალი ამბების სამყაროს არ შეეხება.

ჰილარის საყვარელი მამაკაცი მიატოვებს, და ის გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს თავის ცხოვრება. ის მომვლელად იწყებს მუშაობას ლეიკემიით დაავადებულ გენიალურ ადამიანთან. ადამიანური სიმპატია მალე ვნებიან სიყვარულში გადაიზრდება... მაგრამ მათი სიყვარული განწირულია.

დოქტორი ტეს კოლმანი 15 წლის ქალიშვილთან, ანასთან ერთად ვერ ხვდება. მათი ცხოვრებისეული დამოკიდებულება და გემოვნება ფაქტიურად ყველაფერში განსხვავდება. ეს ეხება არა მხოლოდ მოდას, ვარცხნილობას და მუსიკას, არამედ მამაკაცებსაც. ჩხუბი სახლს სულ არყევს: ტესი არ იწონებს ქალიშვილის მუსიკალურ გემოვნებას, ანა კი ვერ იტანს დედის საქმროს, თუმცა ქორწილი უკვე შაბათს არის დაგეგმილი. ერთ ხუთშაბათს, ეს უთანხმოება სათავეს იღებს. ახლა კი ბედი გადაწყვეტს მათ გამოცდას ჩააბაროს - პარასკევს დილით ადრე, დედა და ქალიშვილი აღმოაჩენენ, რომ მათ სხეული შეცვალეს...

როცა პატარა ქალაქის პიცერიის მფლობელი და პოეტი ლონგფელოუ იღებს 30 მილიონს, მისი გარდაცვლილი ბიძიასგან, ის სწრაფად იწყებს ფულისთვის თავის მოყრას და გადადის დიდ ქალაქში, იქ გარშემორტყმულია ისეთი სიტუაციებით, სადაც ყველა თავისი ტორტის ნაჭრისთვის იბრძვის...

როდესაც ნოუ იორკის ფსიქიატრი ბილ კაპა ლოს ანჯელესში ჩადის რომ შეუერთდეს თავის კოლეგებს და იპოვნოს მკვლელი, აღმოაჩენს რომ თავიდან ბოლომდე მისტიურ ამბავშია გახვეული...

ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარეებისგანაა. და იმის მიუხედავად, რომ მისი კომპანიის უცოლოების რიგები დღითიდღე ცარიელდება, ჯიმი მორიგ გოგონასთან ერთობა. ენ განსაკუთრებული იყო, მაგრამ ქორწილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო! და მაინც დადგება საბედისწერო დღე, როდესაც ჯიმის მოუწევს ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შესვლა. მემკვიდრეობის გულისთვის. და აღმოჩნდება, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია!