განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ბიჭები ვერ ხვდებიან ვინ არის იგი სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას უკან დაბრუნება შეაფერხონ.

ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა მომავალში არსებული საზოგადოების შესახებ ,სადაც ადამიანთა დანიშნულება მათი დნმ-ის მეშვეობით დგინდება. ახალგაზრდა ვინსენტ ფრიმანის ფიზიკური მონაცემები მას კოსმოსში გაფრენაში ხელს უშლის, მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ გადაწყვიტა გათაკას კოსმოსურ პროგრამაში შეაღწიოს.

1942 წელი. ბრძოლა სტალინგრადთან. გერმანელები, მაიორ კენინგს განსაკუთრებულ დავალებაზე აგზავნიან. ეს გამოცდილი პროფესიონალი, ერთადერთია, ვისაც შეუძლია რუსი ლეგენდარული სნაიპერის - ვასილი ზაიცევის დამარცხება.