შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა, თინეიჯერი რუსი ქალი, რომელიც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მედდა რომელიც მის წარმოშობას ინიშნავდა ჟურნალში გარკვეულ საიდუმლოებას აწყდება მასსა და გოგონას რუს ოჯახს შორის.

მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი.

რუბიმ ციხეში მოხვედრამდე მოპარული ფულის დამალვა მოასწრო. ციხეში კვენტინი გაიცნო, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს და წარმოუდგენლად კეთილია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სულელია. მათ უნდა მოიფიქრონ როგორ გაიქცნენ ციხიდან.

სარა კარგი ჟურნალისტია, მაგრამ იძულებულია გაზეთში ნეკროლოგები წეროს. ის როგორც იქნა დათანხმდა ჯეფს ცოლობაზე, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არაა უნდა თუ არა ეს. და აი სარა პასადენაში მიემგზავრება, თავისი დის ქორწილში.