მოქმედება ახალ ორლეანეში ხდება. დიჯეი ზაკი, რომელმაც მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა, მოპარული ავტომობილის გადაყვანაზე დათანხმდა, რათა ცოტა ფული იშოვოს. სამწუხაროდ, მას პოლიცია აჩერებს. მისი მანქანის საბარგულში კი მკვდარია. ის ციხეში ხვდება. ლუიზიანის ციხეში მის კამერაში ორი დამნაშავე ზის, ისინი განსხვავებულები არიან, მაგრამ მოუწევთ ერთმანეთს შეეგუონ.

ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი, 23 წლის რიკი, ოჯახის შექმნის მიზნით, იტაცებს ნარკომან კინომსახიობ მარინას. ეს ხდება გადაღების ბოლო დღეს. ის ცდილობს დაარწმუნოს ქალი გახდეს მისი მეუღლე.

რუბიმ ციხეში მოხვედრამდე მოპარული ფულის დამალვა მოასწრო. ციხეში კვენტინი გაიცნო, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს და წარმოუდგენლად კეთილია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სულელია. მათ უნდა მოიფიქრონ როგორ გაიქცნენ ციხიდან.

კაბელის ხელოსანი ჩიპ დუგლასი - ცოტა უცნაური ბიჭია. ის სტივენ კოვაჩს გაიცნობს და უნდა, რომ მისი მეგობარი გახდეს. სტივენი თანდათან ხვდება, რომ ჩიპთან მეგობრობა სახიფათოა, მაგრამ ასეთი "მეგობრის" მოშორება არც ისე ადვილია.