პოლიციელი ხუანი მოდის ციხეში მცველად სამუშაოდ. ახალი სამუშაო ადგილის გაცნობა საბედისწერო აღმოჩნდება - ხუანს უსიამოვნება ექმნება და მას სიცოცხლის გადასარჩენად პატიმარად უნდა მოეჩვენოს თავი.

მწერალი ელიოტი რომელიც განიცდის შემოქმედებით კრიზისს, ქრონოლოგიურად აღწერს უცნაურ სასამართლო პროცესს, მკვლელობების შესახებ , ჩადენილს პროგრამისტ ჰანს რაიზერის მიერ...

ტერი მარტინისთვის მამის სიკვდილის შემდეგ, თითქოს, დრო გაჩერდა. ნიჭიერი პოეტი და მოსიყვარულე ქმარი მამისგან მიღებული მემკვიდრეობის მართვაზე ზრუნვით დაკავდა. ულამაზეს ცოლს ზენდალის კი ყურადღება მოაკლდა. ერთხელაც ტერის ძველი მეგობარი - ჯონი კოლინზი ესტუმრება. კოლინზს საოცრად მოეწონება ზენდალი. მეგობრის ცოლი მხატვრის საყვარელი ხდება. ტყუილი, ღალატი და ვნება კი - სამი ადამიანის ცხოვრების შემადგენილი ნაწილი.