ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.

როდესაც ბრაიანი რვა წლის იყო, ერთ დღეს თავისი სახლის სარდაფში მოვიდა გონს. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ როგორ მოხვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა - მას სიბნელის ეშინია, ძილში ლოგინს ასველებს და საშიშ სიზმრებს ნახულობს. ახლა ბრაიანი 18 წლისაა.

წარმატებული ექიმი როზენტალი ცხოვრებით კმაყოფილი უნდა იყოს. მას აქვს დიდი და ლამაზი სახლი, ჰყავს მოსიყვარულე ცოლი, ბავშვები და უამრავი მეგობარი. მაგრამ ასეთ გაწონასწორებულ არსებობაში მას ხელს უშლის ყოფილი საყვარელი დოლორესი, რომელთანაც მან რამოდენიმე შესანიშნავი თვე გაატარა. ქალმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ის ცოლის მიტოვებას აპირებს და მასზე დაქორწინებას. და როდესაც მიხვდა, რომ ეს ასე არ მოხდება, ის იქცევა ისე როგორც მრავალი სხვა ქალი მოიქცეოდა – წერილები და ზარები, რომლებიც ხელს უშლიან ოჯახურ ბედნიერებას და სულიერ წონასწორობას. როზენტალი მიხვდება, რომ საჭიროა ეფექტიური ზომების მიღება და დახმარებისთვის მიმართავს თავის ძმას – მაფიოზს, რომელმაც იცის, როგორ გადაჭრას პრობლემა.

მირიამი და ჯონი ელეგანტური წყვილია, თუმცა მათ ბნელი საიდუმლო აქვთ, ისინი ვამპირები არიან, ადამიანის სისხლით იკვებებიან. მირიამი 2000–ზე მეტი წლისაა. მან თავის საყვარელს, ჯონს უკვდავება აჩუქა და ისინი ერთად ნადირობენ.