მას შემდეგ რაც შეყვარებული მიატოვებს, ახალგაზრდა კაცი გაურკვევლობაშია მის სექსუალობასთან დაკავშრებით.

ეგვიპტის ალექსანდრია. მსოფლიოში პირველი მეცნიერი ქალის – ფილოსოფოსის, მათემატიკოსის და ასტრონომის, მშვენიერი ჰიპათიას ცხოვრება. მის აზრებს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ლექციებს კი ათასები ესწრებოდნენ. მან კოპერნიკსა და გალილეის დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის მშვენიერება გულებს ამსხვრევდა. ჰიპატია ერთდროულად ორ მამაკაცზე იყო შეყვარებული – ყოფილ მონა დაუსზე და კეთილშობილ ორესტზე, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეწირა მისი გულისთვის. მაგრამ შურიანები ვერ ითმენდნენ ამ ქალის პოპულარობას და დიდებას... 415 წელს ჰიპატია გააფთრებულმა ხალხმა ლინჩის წესით გაასამართლა...

ფილმის მთავარი გმირი ინტერიერის წარმატებული დიზაინერია გრინვიჩ ვილიჯში. მოულოდნელად ის იძულებული აღმოჩნდა სახლში დაბრუნებულიყო და ოჯახური ბიზნესით დაკავებულიყო. მაგრამ 1969 წლის ზაფხულში, ის უკვე აღარ ნანობს აქ დაბრუნებას.

ნამდვილი დრამატული ამბავი 16 წლის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთის ვუნდერკინდის მარტინ ბენგტსონის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, რომელიც შვედეთს ოდესმე უნახავს. თექვსმეტი წლის ასაკში მისი ოცნება ახდება, როდესაც იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბი მილანის “ინტერი” იყიდის. თუმცა, ამ ოცნებისთვის მას თავგანწირვის, თავდადების, სასტიკი ზეწოლის და, უპირველეს ყოვლისა, მარტოობის თვალსაზრისით ძალიან ძვირის გადახდა მოუწევს. საბოლოოდ საშინელ დეპრესიაში ჩავარდნილი, ახალგაზრდა მარტინი იწყებს დაეჭვებას, არის თუ არა ეს ის ცხოვრება, რომლისკენაც ის ისწრაფოდა.