ბალდევ სინგი 20 წლის წინ, ინგლისში იყო ემიგრირებული და ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვროდა. მიუხედავად ამისა, მას ტრადიციები არ დაუკარგავს და ბოლომდე თავისი ქვეყნის წეს–ჩვეულებების ერთგული დარჩა. ეხლა მას სურს, რომ უფროსი ქალიშვილი - სიმრანი, ძველი მეგობრის შვილს მიათხოვოს, რომელიც პენჯაბეში ცხოვრობს...

დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?

ქსავიე უკვე 30 წლისაა. ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ მას ისევ გზაზე ვპოულობთ: პარიზს, ლონდონსა და სანკტ-პეტერბურგს შორის ის უთვალავ სასიყვარულო თავგადასავალს გადის თავისი ქალური იდეალის საძიებლად

ედმონდ როსტანის პიესის ,,სირანო დე ბერჟერაკი" მოტივებზე დაფუძნებული დრამატული მიუზიკლი, სულისშემძვრელი სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ. სირანო დე ბერჟერაკი – ადამიანია, რომელიც წინ უსწრებს დროს – ერთნაირად ოსტატურია კამათში და ფარიკაობაში. მაგრამ მთავარი გმირი დარწმუნებულია, რომ მისი გარეგნობა მას ერთგული მეგობრის, ბრწყინვალე როქსანას სიყვარულის უღირსად აქცევს, რის შედეგადაც სირანო არ რისკავს მისთვის თავისი გრძნობების გამჟღავნებას, ამასობაში კი როქსანას ერთი ნახვით შეუყვარდება კრისტიანი…

შონ ბეიტმენი საკუთარ თავს უფლებას აძლევს მხოლოდ წარმავალ ურთიერთობებს, თვლის, რომ მას მხოლოდ ერთი გოგონა უყვარს. პოლ დანტინი არის ინტელექტუალური და ცინიკური ახალგაზრდა ლიბერტინელი, რომელიც ფიქრობს, რომ შეყვარებულია შონზე. ლორენ ჰაინდ - ინსტიტუტის უკანასკნელი ქალწული, ვიქტორზე ოცნებობს. ახალგაზრდა სტუდენტები ადვილად არღვევენ წესებს, მაგრამ მათ ისტორიებს ბედნიერი დასასრული არ აქვს.