ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.

რუანდაში, ხუტუსების ხალხი, ტუტსისების ხალხის წინააღმდეგ აჯანყდა. პრესტიჟული ოტელის მმართველი - პოლი, გენოციდს გვერდიდან უყურებს. მისი ცოლი ტუტსისებიდანაა. ტომი თავისი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეტებს, მაგრამ მას არ უნდა ჩაებას ამ სისხლიან მკვლელობებში.

ახალგაზრდა ლტოლვილი სუდანიდან იგებს ამერიკის მოქალაქეობას და სამ შვილთან ერთად ახალ სამყაროში მიემგზავრება.

კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად.

მიუზიკლის მოქმედება გერმანიის გამარჯვების დღეს, 1945 წელს იწყება... მუსიკისა და საერთო მხიარულების ფონზე... ომის გმირს, ყოფილ საქსაფონისტს და მომღერალს ერთმანეთი უყვარდებათ... და იწყება უთანხმოება და კამათი... კონფლიქტი განსაკუთრებით იმ დროს მძაფრდება, როდესაც ცოლი მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე თავად. მუსიკოსს მომღერალი მეუღლის წარმატების მიღება უჭირს.

1940 წლის ივნისი, ჰიტლერის არმია პარიზში შედის, ახალგაზრდა ქვრივი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცდილობს მტრის არმიას გადაურჩეს.