დაბნეული და დაღლილი საკუთარი ცხოვრებით, ყოფილი მღვდელი ლოურენსი ცდილობს იპოვნოს მცირე სიმშვიდე ზღვის სანაპიროზე. თუმცა, თურმე გარშემომყოფებს მასზე არანაკლებ სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ.

ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, განსხვავება მის გარშემო არსებულ რეალობასა და მის სიზმრებს შორის.

მფრინავი ჯეი კოკრენი მექსიკაში უფროს მეგობართან – პოლიტიკოს, ბიზნესმენ და მაფიოზ ტიბურონ მენდესთან ჩადის სტუმრად. მოხუცი ტიბურონის მომხიბვლელი ახალგაზრდა ცოლი კოკრენს გულგრილს ვერ ტოვებს. ახალგაზრდები თავს უფლებას აძლევენ ვნებას მიეცენ, მაგრამ მაფიოზის გაცურება არც ისე ადვილია. შეურაცხყოფილი ტიბურონი საყვარელ ცოლზე და საუკეთესო მეგობარზე სასტიკად იძიებს შურს.

მამაკაცი ცდილობს ძველისძველი იარაღი სახელად "მექსიკელი", რომელიც გადმოცემის თანახმად დაწყევლილია, საზღვარზე გადმოიტანოს.ამასობაში, მისი შეყვარებული აიძულებს, რომ ამ კრიმინალურ საქმიანობას ჩამოშორდეს.

ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.