ერთადერთი შვილის დაღუპვის შემდეგ მარტოხელა დედა ბარსელონაში მიემგზავრება, რათა მოძებნოს ბავშვის მამა, რომელმაც არაფერი იცოდა მისი არსებობის შესახებ.
რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.
ალექს ფოლი ბევერლი ჰილსში ბრუნდება. ამჯერად იგი მეგობარ პოლიციელებს მეტად უცნაური ძარცვის საქმის ძიებაში ეხმარება.
როდესაც მწვანე უცხოპლანეტელები ჩვენს პლანეტას შემოესევიან, მათი შემოსვლა სულაც არ აღმოჩნდება მშვიდობიანი ამ კომედიაში, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს მიუძღვნეს.