მწერალ პოლ შელდონს არ ახსოვს ძლიერი თოვლი, რამაც გამოიწვია ის, რომ მანქანა სადღაც მთაში დაეჯახა. მას ასევე არ ახსოვს, როგორ იპოვა იგი ქალმა და იხსნა სიკვდილისგან. მხოლოდ ის ახსოვს, როგორ გაიღვიძა ენი უილკსის სახლში, მისი რომანების მგზნებარე თაყვანისმცემლის, რომელსაც არ სურს განშორება საყვარელ ავტორთან.
ფიონა და გრანტი უკვე ორმოცი წელია ცოლ-ქმარნი არიან. ფიონას საშიში დაავადების სიმპტომი აღენიშნება. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ცოლ-ქმარს ხანგრძლივი დროით დაშორება უწევთ, რადგან ფიონამ მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტაროს. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მას გრანტი მოინახულებს, ქმარი ხვდება, რომ ცოლმა არა თუ ვერ იცნო, არამედ მისი გული სხვა მამაკაცს ეკუთვნის.
მერიენ პერლის მოგონებების მიხედვით გადაღებული ფილმი, "უოლ სტრიტ ჯოურნალის" რეპორტიორის, დენი პერლის ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ.