ჯონი თრულავს უხეშობა უყვარს. იგი მნიშვნელოვანი ფიგურის შვილია და ნარკოტიკებით ვაჭრობს. როდესაც ჯეიკ მაზურსკი მას ვალს ვერ უხდის, მაზურსკების ოჯახისთვის ცუდი დრო დგება, რადგან ჯონი და მისი ბანდა ჯეკის 15 წლის ძმას მოიტაცებენ და დატყვევებული ჰყავთ. პრობლემა ახლა ის არის, რა უყონ "მოტაცებულ ბიჭს".

1898 წელი. სუდანი. ბრიტანელი ოფიცერი - გარი ფეივერშემი ტოვებს პოსტს, ზუსტად ბრძოლის წინ რის გამოც მეგობრები და საცოლე, წერილს უგზავნიან - ოთხი ბუმბულით, რაც მისი სიმხდალის ნიშანია. ახალგაზრდა საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საიდუმლოდ მიდის აფრიკის კონტინეტზე.

სმუჩის სიკვდილი - შავი კომედიაა ბავშვური ტელევიზიის სასტიკ კულისების მიღმა მიმდინარე ცხოვრებაზე. რენბოი რენფოლდს, პოპულარული ბავშვური შოუს ვარსკვლავს დაითხოვენ ქრთამის აღებისთვის, მის მაგივრად კი პატიოსან სმუჩის აიყვანენ. სმუჩი მალევე გახდება სუპერვარსკვლავი და გადაცემის რეიტინგსაც აწევს. მაგრამ რენდოლფი შურისძიებას გეგმავს და ოცნებობს ამერიკის ფავორიტის ტიტული დაიბრუნოს.