ამ ისტორიის მოქმედება ვითარდება პარალელულ განზომილებაში, მთავარი გმირები – თოჯინებია, რომლებიც ცდილობენ პოსტ–აპოკალიპტურ სამყაროში გადარჩენას. მთავარი გმირის სახელია "9". ის ლიდერის თვისებებს ავლენს, რომლებიც ყველას ცოცხლად გადარჩენაში უნდა დაეხმაროს.

პოსტ-აპოკალიპტურ 2018 წელს, ჯონ კონორი მრავალრიცხოვანი მეომარი რობოტების წინააღმდეგ ადამიანთა ამბოხებას უნდა გაუძღვეს. მაგრამ, როდესაც მარკუს რაითი გამოჩნდება, კონორი ვერ ხვდება ეს ადამიანი მომავლიდან არის თუ წარსულიდან და მეგობრად არის მოსული თუ მტრად.